ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ტიკტოკერ აიბენიზ ხალილოვას, იგივე "ბენიზს", მეგობარი კაცისგან 1 მილიონ მანათამდე თანხის გამოძალვისთვის 10 წელი და 3 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ ბენიზი დამნაშავედ ცნო შანტაჟსა და გამოძალვაში
გამოძიების მიხედვით, ბენიზმა არაოფიციალურ ურთიერთობაში მყოფ ბიზნესმენ შეყვარებულს, ხალიდ ქერიმოვს, აშანტაჟებდა და 1 მილიონ მანათამდე თანხას სთხოვდა.
დაზარალებულმა 2024 წლის ბოლოს თავდაპირველად სამართალდამცველებს მიმართა, თუმცა, შემდეგ სასამართლოში განაცხადა, რომ ბენიზის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა და მისი გათავისუფლება ითხოვა.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ ბრალდების სიმძიმე და დაზარალებულის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები გაითვალისწინა და ბენიზის პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა.
წყარო: Qafqazinfo.az




