ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი თანახმაა, თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"მივმართავ იმ დეპუტატებს, რომელთაც მეორე რეფერენდუმის ჩატარება და ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება სურთ- ამისათვის დაგჭირდებათ შეთანხმება და, შესაბამისად, შეთანხმების დამტკიცების რეზოლუცია", - განაცხადა ტერეზა მეიმ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა 21მაისს განაცხადა, რომ მის კაბინეტს კომპრომისზე წასვლა სურს, რათა დეპუტატებმა Brexit-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიონ. ამა წლის 11 აპრილს, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ, რომ Brexit-ის პროცესი 31 ოქტომბრამდე გადაიდება. 10 აპრილს, ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ტერეზა მეის წინადადებას, რომელიც Brexit-ის 30 ივნისამდე გადადებას ითვალისწინებდა. აღნიშნულის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები გამართა.