ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით დაღუპულთაგან 36 ბავშვია, მათი უმრავლესობა ბანაკ Camp Mystic-ის დამსვენებელი იყო.
სტიქიური უბედურების ზონაში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დაკარგულად ითვლება 172 ადამიანი.
4 ივლისს, ტეხასის რეგიონ ჰილ-ქანთრიში რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერ წვიმდა. სინოპტიკოსების განმარტებით, მცირე დროში ერთი თვის ნორმის ტოლი ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.