ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანი პრესა ავრცელებს.

chinatimes-ის ცნობით, გაიზარდა როგორც დაღუპულთა, ისე დაშავებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის ცნობილ გახდა რომ მიწისძვრით გამოწვეული ქვათაცვენის შედეგად საცალფეხო ბილიკზე მყოფი სამი და გვირაბში დაღუპული ერთი ადამიანის გარდა დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი. 

დაშავებულთა რაოდენობამ 800 გადააჭარბა და ამ დროისთვის 882-ს შეადგენს,  ჩამონგრეულ სახლებში და გვირაბებში ხაფანგში მოქცეულთა რაოდენობა კი 131-ს. პრესა იუწყება, რომ ხაფანგში აღმოჩნდა ქალი, რომელმაც თავდაპირველად მოახერხა გადახრილი შენობიდან გამოსვლა, მაგრამ შემდეგ კატის გამოსაყვანად მიბრუნდა, შესასვლელი ჩამოინგრა და იგი ნანგრევებში გამომწყვდეული დარჩა.

გერმანული პრესა იუწყება, რომ მთიან დასახლებაში გვირაბში მოქცეული შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი გერმანელი ტურისტი იყო და მაშველებმა მათი უვნებლად გამოყვანა შეძლეს.

იაპონია და ტაივანი ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ფილიპინების და წყნარი ოკეანის ფილაქნების ურთიერთშეხების საზღვრებში მდებარეობენ. პრაქტიკულად უძრავ ევრაზიულ ფილაქანთან მეტად აქტიური ჩრდილო ამერიკის და ფილიპინების ფილაქნების, მათთან კი წყნარი ოკეანის ფილაქნის შეჯახების გამო, ხშირია ძლიერი მიწისძვრები.


რისკების მაქსიმალურად შემცირების შეზღუდვის მიზნით, ორივე ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სამშენებლო სტანდარტებია დაწესებული, თუმცა ახლად აშენებული,  ძვირად ღირებული და პრესტიჟული სახლის გვერდზე გადახრის შემდეგ ტაივანის ფორუმებზე გაჩაღებული დისკუსია მოწმობს, რომ მოქალაქეებს სერიოზული ეჭვები გაუჩნდათ შენობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.  



სპეციალურ საიტებზე, სადაც მსოფლიოში მიწისძვრების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი, თბილისის დროით 16:00 საათისთვის, ჰუალინის მახლობლად, პირველი მიწისძვრის შემდეგ მომხდარი კიდევ  54 მიწისძვრის, მაგნიტუდით 4.0-იდან 6.4-ის ჩათვლით, შესახებ არის ცნობა.