ტაილანდის მეფემ ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველია, რომელმაც ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური კავშირი დაუშვა. კანონპროექტი 2025 წლის 22 იანვრიდან ამოქმედდება.
ტაილანდი დიდი ხანია განიხილება, როგორც ლგბტქ+ თემის "თავშესაფარი" რეგიონში, სადაც ამგვარი დამოკიდებულებები იშვიათია.
კანონპროექტში ნახსენებია გენდერულად ნეიტრალური ტერმინები - "ქმარი", "ცოლი", "კაცი" და "ქალი". ამოქმედების შემდეგ, კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს შვილად აყვანისა და სამემკვიდრეო უფლებებს მიანიჭებს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პაეტონგტარნ შინავატრამ X-ზე ლგბტქ+ პირებს მიმართა: "გილოცავთ ყველას, სიყვარული იმარჯვებს!".




