NATO-ს გენერალური მდივან იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ალიანსშია. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დიდი პატივია კიევში დაბრუნება და პრეზიდენტთან შეხვედრა. უკრაინის კანონიერი ადგილი NATO–შია და დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ამის მიღწევას. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით დღეს და დიდი ხნის განმავლობაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, "უკრაინის მომავალი NATO-შია და ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“.
დღეს კიევში იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.