"ცივი ომის" შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში მოკავშირეებმა საკვანძო გადაწყვეტილებები" მიიღეს.
"შევთანხმდით პაკეტზე უკრაინის გასაძლიერებლად და NATO-სკენ ნათელი გზის მისაცემად. ასევე, ცივი ომის შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, რომლებსაც ზურგს უმაგრებს მტკიცე ვალდებულებები მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ თავდაცვაში”, - წერს სტოლტენბერგი.