ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტოები აქვეყნებენ.
შვედური პრესა აღნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოდან ევროპის რიგ ქვეყნებში, კერძოდ, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, იტალიაში და პორტუგალიაში დაფიქსირებული კონცენტრირებული აზოტმჟავის ხსნარით ბინების გატეხის შემთხვევების მსგავსი 52 შემთხვევა მაისიდან დღემდე პერიოდში შვედეთში, ძირითადად, სტოკჰოლმში და უმეტესწილად, ცენტრალურ უბნებში.
პოლიციის ცნობით, უმეტეს შემთხვევებში, ბინების გატეხის ფაქტის მეპატრონეებმა მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს, რაც მიანიშნებს, რომ ქურდების გააქტიურება სტოკჰოლმში შვებულებების ყველაზე აქტიურ პერიოდთან არის კავშირში.
გაქურდულთა მეზობლების თქმით, სადარბაზოში საშინელი სუნი იდგა, ხოლო ზოგიერთი მათგანმა აღნიშნა, რომ ყველა ბინის შესასვლელ კარზე ძნელად შესამჩნევი წებოვანი ლენტი იყო მიკრული, რაც პოლიციის განმარტებით, ქურდებს ყოველგვარი გამოკითხვის ან სოციალურ ქსელებში ინფორმაციის შეგროვების გარეშე ეხმარება დაადგინოს, იმყოფებიან თუ არა ბინის მეპატრონეები სახლში.
პოლიციამ ქიმიკოსების დახმარებით დაადგინა, რომ იმ ბინის საკეტის გასაღების მოსარგებ ხვრელში, რომელზე მიმაგრებული წებვადი ლენტიც დაუზიანებელია და მაშასადამე, სახლის პატრონი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა, ქურდები კონცენტრირებული აზოტმჟავას ხსნარს (შესაძლოა, სხვა ისეთ ხსნართან კომბინაციაში, რომელიც აგრეთვე ლეგალურად და უპრობლემოდ იყიდება) ასხამდენ და ერთი-ორი დღის შემდეგ, როდესაც მჟავა მეტალს იმდენად შეჭამდა, რომ საკეტის გახსნა შედარებით ადვილად და უხმაუროდ იყო შესაძლებელი, ბრუნდებოდნენ და ბინაში შედიოდნენ.
შვედეთის პრესა აღნიშნავს, რომ პოლიციას ორი ძირითადი ეჭვმიტანილი ჰყავს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, 30 და 40 წლის ასაკის.