ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
რამდენიმე პირისთვის მატერიალური ზიანის მიყენების და განსაკუთრებით დიდი თანხების ფულის გათეთრების სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების დროს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ ეროვნული ასამბლეის დეპუტატობის ორი კანდიდატი იდენტიფიცირებული და აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებული იქნა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა.
„სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების მთავარი დეპარტამენტისა და მრავალი პირის მატერიალურ ინტერესებთან დაკავშირებული საარჩევნო დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების დროს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის დეპუტატობის ექვსი კანდიდატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 46-236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 პუნქტით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“ და გაიცა დაპატიმრების ორდერი, რომლის აღსრულებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციას დაევალა.
წინასწარი გამოძიების დროს იდენტიფიცირდა და დაკავებულია ორი პირი. „სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება გრძელდება“, - იტყობინება საგამოძიებო კომიტეტი.




