ამის შესახებ აზერბაიჯანის და სომხეთის მედია იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომელიც ცნობილი იქნება აკრონიმით TRIPP.
როგორც Armenpress-ის კორესპონდენტი ვაშინგტონიდან იტყობინება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ის პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას 8 აგვისტოს თეთრ სახლში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.