წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი.
ხმების 9.9%-ით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ხოლო პროკრემლისტური პარტია "აყვავებული სომხეთი," სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის გადალახვას ახერხებს, ხმათა 4%-ით.
წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ "სამოქალაქო კონტრაქტის" მანდატების რაოდენობა შესაძლოა, 71-დან 61-მდე შემცირდეს, თუმცა, მმართველი პარტია უმრავლესობას მაინც შეინარჩუნებს, ოპოზიციური პარტიები კი ჯამში 44 მანდატს მიიღებენ.
შედეგად, მმართველი პარტია "სტაბილურ" საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს, თუმცა, ვერ მოიპოვებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ორ-მესამედიან სუპერუმრავლესობას.




