თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალპარსლან ბაირაკტარმა განაცხადა, რომ სირია 2 აგვისტოდან აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით 3.4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. 

აზერბაიჯანიდან ალეპოში ბუნებრივი აირის ექსპორტი კილისის გავლით შაბათს, 2 აგვისტოს დაიწყება. ბუნებრივი აირით დაახლოებით 900 მეგავატი ელექტროენერგია გამომუშავება მოხდება და თურქეთიდან ელექტროენერგიის დამატებით 500 მეგავატი სიმძლავრის მიწოდებით, სირიისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საერთო საათების რაოდენობა ამჟამინდელი 3-4 საათიდან დღეში 10 საათამდე გაიზრდება, - ნათქვამია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სირიის საინფორმაციო სააგენტო Sana-ს ცნობით, სირიის ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ალ-ბაშირმა დაადასტურა, რომ სირია 2 აგვისტოდან 3.4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით.

ეს საშუალებას მოგვცემს, სირიის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მიზნით ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დაახლოებით 900 მეგავატი ელექტროენერგია გამოვიმუშაოთ, - განაცხადა მოჰამედ ალ-ბაშირმა.