ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" იტყობინება

პარასკევს, 26 მაისს, სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს (CSGN.S) საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დაავავალდებულა, რაც სასამართლოს მიერ ბანკისთვის როდისმე დაკისრებულ თანხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობაა, - წერს „როიტერი".

სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ თანახმად, Credit Suisse  მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და არად მიაჩნდა ბიძინა ივანიშვილის აქტივების დაცვას.  

Credit Suisse-მ განაცხადა, რომ სინგაპურის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დაუშვებელია, გონივრულად იქნეს მიჩნეული ბანკის ქმედება. მან უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია ლესკოდრონი, ვიდრე თავისი მსხვილი კლიენტი და ტრასტის აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თავისი მოვალეობა არ შეასრულა, -  ნათქვამია მოსამართლე პატრისია ბერგინის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში. 

მოსამართლის თქმით, Credit Suisse-მ იცოდა, რომ ლეკოდრონმა დაარღვია თაღლითობის გამორიცხვის მიზნით არსებული წესები და მისგან პასუხის მისაღებად თითქმის ორი წელი არაფერი იღონა. 

„მისი შემწყნარებლობა ამ აღმაშფოთებელი დარღვევებისადმი იყო არაკეთილსინდისიერი და არაგონივრული", - განაცხადა მოსამართლე პატრისია ბერგინმა.  

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 926 მილიონ დოლარს, რომელიც ბანკმა ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაუხადოს, გამოაკლდება დეკემბერში უკვე გადახდილი 79 მილიონი დოლარი.

2022 წლის მარტში, ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა  ბინძინა ივანიშვილს დაახლოებით 600 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მის მიერ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ბანკისთვის დაკისრებულ თანხას აგრეთვე გამოაკლდება ის თანხა, რაც დუბლირებულია ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ამ გზით თავიდან იქნება აცილებული „ორმაგი ანაზღაურება". 

„როიტერის" თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმეში ჩახედული წყარო ამბობს, რომ გადაფარვა დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ტოლია.