„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი აქტივების დასაცავად თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა.

ასევე, „სიენენი“ თავდაცვის უწყებაში არსებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ განხორციელდა ყველა დაუცველი თვითმფრინავის ევაკუაცია კატარში არსებული ბაზიდან და გადაიყვანეს ბაჰრეინში დისლოცირებული სამხედრო ხომალდები.

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ასევე წინასწარ განათავსა სისხლის დამატებითი მარაგები რეგიონში, რაც სტანდარტული პროტოკოლია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.

თარგმანი: პირველი არხი