სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე რესპუბლიკელმა დაგმო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოპერაცია ირანში და დემოკრატებს შეუერთდა ისეთი რეზოლუციის მიღებით, რომელიც მთავარსარდლის სამხედრო უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავს მიზნად

წარმომადგენლთა პალატის წევრმა სეთ მოულტონმა (დემოკრატი მასაჩუსეტსიდან) შეიტანა რეზოლუცია სამხედრო უფლებამოსილებათა შესახებ, რომლის ბოლომდე გატანასაც რესპუბლიკელებმა შეუწყვეს ხელი. კენჭისყრის დოროს წარმომადგენლთა პალატის შვიდი რესპუბლიკელი შეუერთდა კენჭისყრაში მონაწილე ყველა 213 დემოკრატს და გადაწყვეტილება მიღებული იქნა 220 ხმით 204-ის წინააღმდეგ.

რეზოლუცია მიზნად ისახავს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას კონგრესის თანხმობის გარეშე. ეს უკვე მესამე კენჭისყრაა წარმომადგენელთა პალატაში მსგავს ზომებთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში და  თუ ადრე ოთხი რესპუბლიკელი უჭერდა მხარს მსგავს ინიციატივებს, ბოლო კენჭისყრის შემდეგ მათი რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.

საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვა კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს ახლად გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის შეფასებითაც, კონფლიქტი თებერვლის ბოლოს მისი დაწყებიდან 38 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა, ხოლო ხარჯები ყოველთვიურად 3 მილიარდი დოლარით იზრდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ სარაკეტო თავდაცვის ხანგრძლივმა ოპერაციებმა მნიშვნელოვნად ამოწურა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო იარაღების მარაგი დრონს და ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ვიეტნამის ომის შემდეგ მიღებული კანონი სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ პრეზიდენტისგან მოითხოვს კონგრესის ნებართვის მიღებას ხანგრძლივი სამხედრო მოქმედებების ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია პრეზიდენტს მთავარსარდლად განსაზღვრავს, საკანონმდებლო მექანიზმი კანონმდებლებს საშუალებას აძლევს, გასცენ განკარგულება ჯარების გაყვანის შესახებ, თუმცა ნებისმიერ საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, წინ პრეზიდენტის ვეტო დახვდება.

წყარო:  „ფოქს-ნიუსი“, „ალ-ჯაზირა“.

მოამზადა რაულ კაპანაძემ