ინფორმაციას, ვალეს კანტონის პოლიციაზე დაყრდნობით, შვეიცარიული მედია ავრცელებს.

ვალეს კანტონის პოლიციის ცნობით, გუშინ, დაახლოებით 16:30 საათზე, მთამსვლელებმა სამაშველო სამსახურებს აცნობეს, რომ სათხილამურო კურორტის მახლობლად, დაახლოებით 4000 მეტრის სიმაღლეზე, ოთხი წყვილი თხილამურები შენიშნეს, მოთხილამურეები კი არსად ჩანდნენ.

მოთხილამურეების საძებნელად ვერტმფრენი გაიგზავნა. მაშველებმა მთის თხემიდან დაახლოებით 500 მეტრის ქვემოთ, ზვავის კონუსზე სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. კიდევ ორი ადამიანის ცხედარი მთის თხემიდან დაახლოებით 700 მეტრით ქვემოთ იპოვეს, მცირე ხანში კი თხილამურების მეხუთე წყვილი ნახეს.

მსხვერპლთა ოფიციალური იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა. ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო.