ინფორმაციას ამის შესახებ შვედური მედია ავრცელებს
ჩრდილოეთ შვედეთში 60 წლის მამაკაცი სუტენიორობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ამის შესახებ პოლიციაში საჩივარი შეიტანა მისმა ცოლმა - 50 წლის ქალმა, რომელმაც 2022 წლის იანვრიდან ქმრის დაკავებამდე პერიოდში (ქალმა პოლიციაში განცხადება გასული წლის ოქტომბერში შეიტანა - „აიპრესი“) სექსუალური მომსახურება არანაკლებ 120 მამაკაცს გაუწია.
ქალის თქმით, პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა მეუღლემ, რომელიც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვაჭრობდა მისი სხეულით, მათ შორის ვებსაიტის საშუალებით.
გამოძიების თანახმად, ქალი ზოგჯერ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების იმდენად ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რომ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის დეტალები არ ახსოვს.
დაკავებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადრე ყოფილი პარტნიორზე ძალადობისა და უკანონო იძულებისთვის იყო გასამართლებული და ასევე იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ბაიკერთა ბანდაში „ჯოჯოხეთის ანგელოზები“.




