შრი-ლანკის 2022-2024 წლების პრეზიდენტი რანილ ვიკრემესინგჰე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
შრილანკური მედიის ცნობით, გაურკვევლობაა ლონდონში მის პირად მოგზაურობასთან დაკავშირებით, სადაც ვიკრემესინგჰემ, სავარაუდოდ, 60 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი სახელმწიფო სახსრები გამოიყენა.
76 წლის რანილ ვიკრემესინგჰე ასევე ექვსჯერ იყო სამხრეთ აზიის კუნძულოვანი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი და ათწლეულების განმავლობაში წამყვან როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკაში.