ამის შესახებ ინფორმაცია შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.

ოთხშაბათს, აშშ-ის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-მა სანქცირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი „სოფია“ კარიბის ზღვაში გამთენიისას ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. 

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა „სიბიეს ნიუსს“ განუცხადა, რომ „სოფია“ კამერუნის დროშით დაცურავდა და ვენესუელიდან ნავთობით დატვირთული გავიდა. აშშ-მ ეს ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს დარღვევად მიიჩნია.

ჩინოვნიკების თქმით, აშშ-ს აქვს გემის სრული კონტროლი და ოპერაციის დროს არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა. აშშ-ის სამხრეთ სარდლობის განცხადების თანახმად, აშშ-ის სანაპირო დაცვამ გემი აშშ-ში გადაიყვანა.