ამის შესახებს ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს.
შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო სასამართლომ ტრამპის მიერ თებერვალში საგანგებო უფლებამოსილებების შესახებ კანონის ფარგლებში დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფი უკანონოდ ცნო.
ექსპ;ერტები ვარაუდობენ, რომ ახლა შეერთებული შტატების ხაზინას იმპორტიორებისთვის 120-დან 175 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
ფედერალურმა სავაჭრო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ორი ხმით ერთის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების მხარდამჭერი ორივე მოსამართლე პრეზიდენტ ბარაკ ობამას დანიშნულია, გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის.




