ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.

„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელი გაამრჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება.