ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

რუსეთის პრესის ინფორმაციით, „ატაკმსის" სისტემის რაკეტებით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და დაშავდა 124, მათ შორის 27 ბავშვი.

„სევასტოპოლის გუბერნატორი" აღნიშნავს, რომ სარაკეტო დარტყმა სულმოფენობის დღესასწაულის დღეს მოხდა, თუმცა არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ რუსეთი, გუშინ და დღეს, ისევე როგორც წინა დღეებში, ბომბავდა კიევის ოლქს და ხარკოვს - წერს უკრაინის პრესა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის შორი დისტანციური რაკეტების გამოყენების ნება დართო, უკრაინელებმა სრული დაუსჯელობა იგრძნეს. ეს რაკეტები ამერიკელების დამიზნებული და უკრაინელების ნასროლია, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი როდიონ მიროშნიკი.