გოგონას მამა, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, სერიულ მკვლელ მაიკლ მედისონს ოჰაიოს შტატის სასამართლო პროცესზე თავს დაესხა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Independent იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი ბრალდებულს ყელში სწვდა და უყვიროდა: „დამიბრუნე ჩემი შვილი, დამიბრუნე ჩემი გოგონა“.
დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა მათი გაშველება შეძლეს. 38 წლის მედისონი ადამიანების გატაცებასა და სამი ქალის მკვლელობაშია ბრალდებული სასამართლომ მას თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა. დანაშაული მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მეზობლებმა სერიული მკვლელის ავტოფარეხიდან უსიამოვნო სუნის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.