რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს "ფიურერი ურსულა" უწოდა ევროპის გადაიარაღების გეგმის გამო.

"მათ განაცხადეს, რომ NATO უკრაინის მომავალია, ისევე როგორც ევროკავშირი. როცა მათ ასეთი რაღაცების თქმა დაიწყეს, ევროკავშირი ჯერ კიდევ ტოვებდა ეკონომიკური გაერთიანების შთაბეჭდილებას. ახლა ასე აღარ არის. ფიურერი ურსულა ყველას ევროპის რემილიტარიზაციისკენ მოუწოდებს", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ისაუბრა მიზნებზეც, რომელიც, მისი აზრით, ფონ დერ ლაიენს ამოძრავებს.

"ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ყურადღების გადასატანი ხრიკია მოსახლეობისთვის იმ ასეულობით მილიარდი ევროდან, რომელიც კოვიდის დღეებში და უკრაინის ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე დახმარებით დაიხარჯა - ეს არის დისკუსია, რომელიც იწევა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.