აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ „ბაიდენის ომი“ „ტრამპის ომად“ გადაიქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ის, რაც მარკო რუბიომ კონგრესში თქვა აშშ-ის არა შუამავლის, არამედ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნის როლზე, საპირისპიროზე მიუთითებს, რომ ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომად იქცა. იმის გათვალისწინებით, რაც მარკო რუბიომ თქვა და მე მასთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს, ფაქტობრივად, ორი კვირის წინ უკრაინის სიტუაცია განვიხილეთ, იმის გათვალისწინებით, რაც მან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით თქვა, აშშ-სა და ევროპის მიდგომებში არსებითი განსხვავება აღარ არის“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპელებისთვის უკრაინის ნატო-ში მიღება გაცილებით ადვილია, ვიდრე ევროკავშირში, რადგან ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი დაიშლება.










