სერბეთში სოციალისტური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელსაც ქვეყნის ვიცეპრემიერი ალექსანდრე ვულინი ხელმძღვანელობს, პარლამენტს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი წარუდგინეს.

კანონოპროექტი  "აგენტებად" განსაზღვრავს არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ასოციაციებს, რომლებიც ნახევარზე მეტს ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან.

მისი თქმით, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური აგენტები" და ყველა პუბლიკაციაში მიუთითონ ეს სტატუსი. ინიციატივის ავტორების ინიციატივაა, კანონის დამრღვევთა დასჯა გარკვეული სახის საქმიანობის აკრძალვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ან ჯარიმით ხუთი ათასიდან (42 ევრო) ორ მილიონ დინარამდე (17 ათასი ევრო). 
"უცხოური აგენტების" რეესტრს იუსტიციის სამინისტრო განახორციელებს. მას ასევე აქვს უფლება დააწესოს აკრძალვები არარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არღვევენ კანონს.

პარტიამ, რომელმაც კანონპროექტი განსახილველად წარადგინა, განაცხადა, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს "არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობის გაზრდას", რადგან, დეპუტატების თქმით, ზოგიერთი ორგანიზაცია "ღიად მუშაობს სერბეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ".

სოციალისტური მოძრაობის ლიდერის, სერბეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ვულინის განცხადებით, რომელსაც ქვეყნის მთავრობაში ყველაზე პრორუს ლიდერს უწოდებენ, კანონპროექტი "უცხოური აგენტების შესახებ" შედგენილია აშშ-ს შესაბამისი კანონის მიხედვით, "რომელიც კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საზღვარგარეთიდან". თუმცა, სერბეთის ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ის ჰგავს რუსულ ან ქართულ კანონებს, ამერიკული კი სხვა საკითხებს არეგულირებს.

მსგავსი კანონი შემოთავაზებული იყო ამ წლის დასაწყისში, მაგრამ გაუქმდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და აშშ-მა კანონი გააკრიტიკეს 2012 წლის რუსეთის კანონთან მსგავსების გამო.

სერბეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ვულინი რამდენჯერმე ჩავიდა რუსეთში და ურთიერთობს BRICS-ის ქვეყნებთან. 2023 წელს მას აშშ-მა დაუწესა სანქციები "ბალკანეთში რუსული საქმიანობის ხელშეწყობის გამო".