სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის არ დაესწრება BRICS-ის სამიტს ყაზანში 22-24 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოწვევის მიუხედავად.

მისი განმარტებით, იმ დროისთვის რესპუბლიკაში „მნიშვნელოვანი სტუმრები იქნებიან უცხოეთიდან“.

ჯერჯერობით, 36 მიწვეული უცხოელი ლიდერიდან 18-მა დაადასტურა სამიტში მონაწილეობა, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია, განაცხადა პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბოლივიის პრეზიდენტი ლუის ორსეი, მონღოლეთის პრეზიდენტი უხნაგიინ ხურელსუხი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, სომხეთის წარმომადგენელი. 

წელს რუსეთი თავმჯდომარეობს BRICS-ს, რომელშიც ასევე შედიან ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და ეთიოპია.

4 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ ვუჩიჩს ელოდება ყაზანში ბლოკის სამიტზე. „ჩვენ მას მოწვევა გავუგზავნეთ. ვიმედოვნებ, რომ ბატონი პრეზიდენტი ამით ისარგებლებს“, - განაცხადა მან სერბეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ვულინთან შეხვედრისას აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

ამ ვიზიტამდე ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსეთთან კავშირების შენარჩუნება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დროს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და თანამეგობრობაში გაწევრიანების პროცესთან“. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2012 წლიდან.