მომდევნო დღეებში უკრაინისთვის რეკორდული რაოდენობის იარაღის ნაკადს დაინახავთ, - ამის შესახებ აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"უკრაინაში პუტინის შეჭრის კუთხით თამაში იცვლება. მოველი, რომ მომდევნო დღეებში რეკორდული რაოდენობის იარაღის ნაკადს დაინახავთ, რათა უკრაინას თავის დაცვაში დავეხმაროთ. მოველი, რომ მომდევნო დღეებში ისეთი ტარიფები და სანქციები იქნება ტრამპისთვის ხელმისაწვდომი, როგორიც მას აქამდე არ ჰქონია. მოველი, რომ მომდევნო დღეებში ევროპისგან უფრო მეტი დახმარება იქნება უკრაინისთვის", - განაცხადა გრემმა.