ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი" ავრცელებს.

დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც მანჰეტენის ფედერალური სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის ქრთამის აღებაში, თაღლითობაში, უცხოური ქვეყნის აგენტად მოქმედებაში და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში, თანამდებობიდან 20 აგვისტოს გადადგება.

„ეიბისი ნიუსი" წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამშაბათს თანამშრომლებს ეცნობათ სენატორის გადაწყვეტილება და გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილი გადაეცემა ნიუ ჯერსის გუბერნატორს ფილ მერფის, რომელიც აირჩევს დროებით შემცვლელს.

საბრალდებულო განაჩენის გამო ბობ მენენდესი არ იყო ვალდებული თანამდებობის დაეტოვებინა, თუმცა რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის, უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა სენატორმა ნიუ-იორკიდან ჩაკ შუმერიმა, დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

ბობ მენენდესს სასჯელი 29 ოქტომბერს გამოუტანენ და მას რამდენიმე ათეული წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ვერდიქტის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ღრმად იმედგაცრუებული იყო" და პირობა დადო, რომ გაასაჩივრებდა გადაწყვეტილებას.

„მე არასოდეს დამირღვევია ჩემი ფიცი,” - თქვა მენენდესმა სასამართლოს შენობის წინ განაჩენის გამოტანის შემდეგ.

მე ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის პატრიოტი. მე არასოდეს ვყოფილვარ უცხო ქვეყნის აგენტი, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება იმ კუთხით, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს, მათი აზრით,

პროკურორების მტკიცებით, ბობ მენენდესმა, რომელიც 2023 წლის ოქტომბრამდე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირად ღირებული მანქანა მიიღეს.