სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, კონგრესში უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების შესახებ კონსენსუსი მიღწეულია.
შუმერის თქმით, კონსენსუსის მხარეებმა 14 აპრილს ჯო ბაიდენისა და კონგრესის ლიდერების სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს.
შუმერის თქმით, ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გასაგზავნად საუკეთესო გზა სენატის მიერ უკვე დამტკიცებული 95 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტის დამტკიცებაა.