2016 წლის ბიუჯეტის შედგენისას, საუდის არაბეთმა 1 ბარელი ნავთობის ფასის მაჩვენებლად 29 დოლარი დაადგინა. ნავთობის ფასის შემცირების გამო, საუდის არაბეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 2015 წელს 89 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საუდელები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტის დეფიციტი 87 მილიარდი დოლარი იქნება. როგორც Bloomberg-ი წერს, საუდელებმა თადარიგი დაიჭირეს და მომავალში ნავთობის კიდევ უფრო გაიაფების შემთხვევაში ფინანსური სირთულეების თავიდან ასაცილებლად სპეციალური 49 მილიარდიანი ფონდი შექმნეს.