არგენტინაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, 29 წლის ფრანგი ფრირაიდერი ჟულიეტ ვილმანი დაიღუპა.
სპორტსმენი სამხრეთ ამერიკაში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და პარტნიორთან ერთად პატაგონიაში სქი-ტურინგით (Ski Touring) იყო დაკავებული.
ესპანური და ლათინურამერიკული გამოცემის, Lugares de Nieve-ს ინფორმაციით, ათლეტი სამხრეთ არგენტიანაში, ჩერო კრესტონის (Cerro Crestón) მწვერვალის მიმდებარედ მასშტაბურ ზვავში მოჰყვა.
გიდის მიერ განგაშის გამოცხადების შემდეგ, მაშველებმა ვილმანი მეტრზე მეტი სიღრმის თოვლის საფარქვეშ აღმოაჩინეს. 29 წლის სპორტსმენის გარდაცვალება საფრანგეთის სათხილამურო ფედერაციამ ოთხშაბათს ოფიციალურად დაადასტურა.




