მოსამართლე არტურ ენგორონმა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის კომპანიებს თითქმის 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მოსალოდნელია, რომ ტრამპი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აღსრულების შეჩერებას მოითხოვს.
ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლე არტურ ენგორონმა გენერალურ პროკურორ ლეტიცია ჯეიმსის მიერ თაღლითობის საქმეზე წარდგენილ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე არტურ ენგორანმა დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავეა Trump Tower ბინასთან, მარ-ა-ლაგოს ქონებასთან და გოლფის რამდენიმე მოედანთან დაკავშირებულ თაღლითობაში და მას 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპს სამი წლით აეკრძალა ნიუ-იურკის რომელიმე კორპორაციის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება და, ამასთან ერთად, ნიუ-იორკის ნებისმიერ საფინანსო დაწესებულებიდან კრედიტის აღება აეკრძალა
მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის სრულწლოვანი ვაჟები, დონ-უმცროსს და ერიკი, აგრეთვე არიან დამნაშავენი თაღლითობის საქმეში და თითოეულს 4 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მათ ორი წლის ვადით აეკრძალათ ნიუ-იორკის რომელიმე კორპორაციაში ხელმძღვანეკლი თანამდებობების დაკავება.