ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი RTL-ი ავრცელებს.
პარიზის სასამართლოში განაჩენის გამოტანის საქმეების განმხილველმა მოსამართლემ დააკმაყოფილა ნიკოლა სარკოზის მოთხოვნა მისი სასჯელის გადახედვის შესახებ სამშაბათს, 5 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილებით.
ამრიგად, ყოფილ პრეზიდენტს ასაკის გამო პირობით ვადამდე გათავისუფლება 2026 წლის 7 მაისიდან, ხუთშაბათიდან მიენიჭა, - დაუდასტურა RTL-ს სასამართლო წყარომ.




