ევროპის საერთო იურისდიქციის სასამართლომ გააუქმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება კალინინგრადის ოლქიდან რუსეთის ყოფილი სენატორისა და გამომცემლობა "Олма Медиа Групп"-ის დამფუძნებლის, ოლეგ ტკაჩის მიმართ პერსონალური სანქციების გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ DW იუწყება.
სასამართლოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, ამ საქმეზე მოსმენა 2026 წლის 25 თებერვალს გაიმართა.
სანქციები, რომლებიც დაწესებულია იმ პირთა მიმართ, ვინც ევროკავშირის მონაცემებით, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართულ ქმედებებს, ოლეგ ტკაჩის მიმართ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან მალევე — 2022 წლის 9 მარტს დაწესდა.
ტკაჩი სანქცირებულთა სიაში ფედერაციის საბჭოს იმ სხვა წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. "დნრ"-სა და "ლნრ"-სთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების რატიფიცირებას.




