საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან 13 ოქტომბრის, 17:00 საათის მდგომარეობით, 7 950 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა 85 პროცენტი არასრულწლოვანია.

წინასწარი პატიმრობა 26 პირს შეეფარდა, რომელთა 65 პროცენტი სრულწლოვანია.

ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში 937 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, ასევე დაშავდა განათლების ეროვნული სისტემის 149 თანამშრომელი და 248 მოსწავლე, უმეტესად ქუჩის არეულობის დროს.