დღეს საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს.
ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რელიგიური ცერემონიების გარდა, მცხეთაში, ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და სულიერების ცენტრში, სვეტიცხოვლის დიდებულ საკათედრო ტაძარში, თავად საქართველო, მისი მშვენიერი და მედეგი ისტორია აღინიშნება.
„სვეტიცხოველი, არა მხოლოდ იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის, რომელმაც შეძლო საუკუნეების გავლა თავისი კულტურისა და იდენტობის დაკარგვის გარეშე. გილოცავთ სვეტიცხოვლობას“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.




