პენსიაში გასულმა ფრანგმა ქირურგმა, რომელსაც ასეულობით ახალგაზრდა პაციენტების გაუპატიურებასა და მათ მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტების, სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ მან არაერთი "საზიზღარი" დანაშაული ჩაიდინა.

74 წლის ჟოელ ლე სკუარნეკს ბრალი ედება 299 ადამიანის გაუპატიურებასა და მათ მიმართ სექსუალურ ძალადობაში. ქირურგის მსხვერპლთა უმეტესობა დანაშაულის ჩადენის დროს ბავშვი იყო. სასამართლოს ცნობით, მისი ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 1 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმულის კი 70-ს.

"არაერთი საზიზღარი დანაშაული ჩავიდინე. ვაცნობიერებ, რომ მიყენებული ზიანი გამოსწორებას არ ექვემდებარება. ვალდებული ვარ ყველა ამ ადამიანთან და მათ ოჯახებთან, ვაღიარო ჩემი ქმედებები და მათი შედეგები, რომელიც მათ გამოცადეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევთ ტარება". - თქვა ლე სკუარნეკმა სასამართლოს წინაშე.

ლე სკუარნეკი პაციენტებზე, სავარაუდოდ, 25 წლის განმავლობაში 1989 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ძალადობდა.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ქირურგს 20წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლე სკუარნეკი წარსულში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო ორჯერ ნასამართლევია.