საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი" ლიდერობს. კოალიციას 180-215 დეპუტატი ეყოლება.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ ალიანსს 150-180 დეპუტატი  ეყოლება.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას „ეროვნული გაერთიანება"  120-150 დეპუტატი ეყოლება.

აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 დეპუტატის გაყვანა იყო საჭირო