საფრანგეთი „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრაში ევროკომისიის მონაწილეობით გაოცებულია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პასკალ კონფავრომ განაცხადა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კონფავრომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაოცებულია ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რადგან კომისიას არ გააჩნია წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის მანდატი. კონფავროს თქმით, პარიზის პოზიციაა, რომ „მშვიდობის საბჭომ“ ყურადღება უნდა გაამახვილოს ღაზაზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, და ვიდრე ეს გაურკვევლობა არ აღმოიფხვრება, საფრანგეთი მონაწილეობას არ მიიღებს.
„ევროკომისიასთან და მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, სინამდვილეში გაოცებულები ვართ, რადგან მას არ გააჩნია საბჭოსგან მანდატი, რათა იქ წარდგეს”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთი დიპლომატი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჰქონდა თუ არა ევროკომისიას უფლება, ეს გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე მიეღო.
„გაოცებული ვართ, რომ ევროკომისიამ გადაწყვიტა ღონისძიებაზე წარდგომა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრმა ქვეყანამ ეჭვქვეშ დააყენა ინიციატივის სანდოობა, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს გაერო-ს ჩანაცვლებას”,- განაცხადა ბელგიელმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სადამფუძნებლო სხდომაზე ხმელთაშუა ზღვისპირეთის საკითხებში ევროკომისარი, დუბრავკა შუიცა გაგზავნა.
თარგმანი: პირველი არხი








