რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა შეიძლება, გახდეს ჩვენი ახალი მსოფლიო ომი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ფრანგულ რადიო „ფრანს 2“-თან ინტერვიუში ისაუბრა. საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთის ქმედებებს „განხეთქილების დათესვისკენ მიმართული გარე მანიპულაციები“ უწოდა.

ატალის თქმით, რუსეთის ჩარევა არის „საწამლავი, რომლითაც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციებს. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ახალი, ჰიბრიდული ფორმით ემუქრება საფრანგეთის უსაფრთოხოებას.

ამ ჩარევის მაგალითად ატალმა დაასახელა ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ეიფელის კოშკთან მიიტანეს საფრანგეთის დროშიანი კუბოები წარწერით „უკრაინის ფრანგი ჯარისკაცები“.

ცნობისთვის, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ემსახურება. დოკუმენტის მიხედვით, უცხო ქვეყნების ინტერესების ლობიზმით დაკავებული უცხოელები უნდა დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში. ეს კანონი ასევე იძლევა საშუალებას, რომ ასეთ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირების აქტივები დაყადაღდეს.

თარგმანი: პირველი არხი