შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. ფუნდამენტური თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს დაუჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რომლის ღალატიც დაუშვებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.