საბერძნეთში ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების გაცემა დაიწყო

1611153433
საბერძნეთმა ციფრული სერთიფიკატების გაცემა დაიწყო მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. სერთიფიკატი წარდგენილი იყო ვაქცინაციის შესახებ შეხვედრაზე, რომელიც გამართა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
ციფრული სერთიფიკატის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ საზოგადოებრივი მომსახურების პორტალიდან, ან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების საშუალებით. დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ საჭირო ინფორმაციას, რათა მოხდეს მოქალაქის იდენტიფიკაცია. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მას აქვს დაცვის სამი დონე: QR კოდი, უნიკალური კოდი და ციფრული შტამპი.
"დღეს ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების გაცემა იწყება. ეს არის ბერძნული ინოვაცია. ის ავტომატურად დარეგისტრირდება თითოეული მოქალაქის ციფრულ ოფისში, რათა მან შეძლოს ამ სერთიფიკატის გამოყენება საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს ასევე არის პრევენცია, რადგან მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ლეგალური ვაქცინაციის გაკეთება", - თქვა მიცოტაკისმა.