რუსულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სვერდლოვსკის რეგიონული სასამართლოს მოსამართლემ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობაში დამნაშავედ სცნო. პროკურატურა გერშკოვიჩისთვის 18– წლიან პატიმრობას ითხოვდა.

იგი ბრალს არ აღიარებს.

გერშკოვიჩი ეკატერინბურგში 2023 წლის 29 მარტს დააპატიმრეს, როცა იგი ჟურნალისტურ მივლინებაში იყო. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს ინფორმაციის მოპოვების მცდელობაში ქარხანაზე, რომელიც აწარმოებს რუსეთის მიერ უკრაინის ომში გამოყენებულ ტანკებს. ბრალდების თანახმად, გერშკოვიჩს ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის(CIA) უნდა გადაეცა.

გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს.