ასეთი სათაურით რუსული პრესა მოსკოვიდან თბილისი გავლით ჩაფრენის შესაძლებლობის შესახებ აცნობებს.

5 ივლისიდან ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" იწყებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით, - წერს რუსული პრესა და ინფორმაციის სიზუსტეში დასარწმუნებლად მკითხველს ავიაკომპანიის საიტზე ამისამართებს.  

თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად შესრულდება ოთხშაბათს და შაბათს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (მოსკოვის დროით 10:00 საათზე). ვინაიდან ავიაკომპანია ახორციელებს ყოველდღიურ დილის ფრენებს და მოსკოვიდან თბილისში მგზავრები ადგილობრივი დროით 09:50 საათზე ჩადიან (მოსკოვის დროით 08:50 საათზე), ხელმისაწვდომია ტრანზიტული ფრენები მოსკოვიდან ნიცაში - განმარტავს პრესა და მკითხველს შეახსენებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი" ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინში და ლარნაკაში.