იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის ემზადება,-სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი ალექსანდრ რევი ავრცელებს.
"ორნელა მუტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უკვე შეხვდა და ამჟამად მოქალაქეობის მიღების შესახებ დოკუმენტაციის მიღებას ელოდება," - განუცხადა სააგენტოს რევიმ. მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ იტალიელმა მსახობმა მათი ერთობლივი კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ მსახიობ სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა,-შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა 1952 წლის 10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ სტივენ სიგალს მიენიჭოს“,-ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციის 89-ე მუხლის შესაბამისად მიიღეს. სექტემბრის შუა რიცხვში სტივენ სიგალმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. კრემლის განმარტებით, სტივენ სიგალისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება მისი დაჟინებული სურვილი იყო.