რუსეთში ცნობილი მოჭადრაკის, მსოფლიო ჩემპიონისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გარი კასპაროვის წინააღმდეგ შეძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რადგან ის ე.წ. უცხოელი აგენტის ვალდებულებებს არ ასრულებს. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემას, ТАСС-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

"კასპაროვს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1-ე მუხლით ემუქრება (უცხოეთის აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებებისთვის თავის არიდება). ამჟამად ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს". - უთხრა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა გამოცემას. 

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, კასპაროვს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.