ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წვერი ქვეყნების მეთაურებიდან, მხოლოდ პაშინიანმა არ ისურვა რუსულ ენაზე საუბარი, - წერს რუსული მედია.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქში მიმდინარეობდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ლიდერებმა, მათ შორის რუსეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რუსულად ისაუბრეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა შეხვედრაზე სომხურ ენაზე ისაუბრა, ქვეყნებისა და საერთაშორისო ასოციაციების სხვა ლიდერები ან მშობლიურ ენაზე, ან ინგლისურად საუბრობდნენ, - წერს რუსული მედია და დასძენს:
პაშინიანმა განზრახ უარი თქვა რუსული ენის გამოყენებაზე, რასაც დამკვირვებლები პოლიტიკურ ჟესტად მიიჩნევენ.
ადრე პაშინიანმა უკვე აჩვენა მსგავსი მიდგომა - 2026 წლის მაისში ის ვლადიმერ ზელენსკის დამტვრეული ინგლისურით ესაუბრა, თუმცა ორივე თავისუფლად საუბრობს რუსულად. ეს გადაწყვეტილება ერევნის მიერ საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ე.წ. დივერსიფიკაციის შესახებ გამოცხადებულ კურსში ჯდება.
პაშინიანი ტრადიციულად რუსულად საუბრობდა და ზოგჯერ შენიშვნებსაც კი აკეთებდა მსგავს ღონისძიებებზე, რამდენიმე დღით ადრე მან განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად განხილვა აღარ შეიძლება და სავარაუდოდ, მიუხედავად იმისა, რომ მან სამიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთთან ურთიერთობების განვითარების სტრატეგიის განხილვის გეგმებზე ისაუბრა, უნდა იყოს ის მიზეზი, რომლის გამოც პაშინიანმა რუსულ ენაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




