რუსი ოკუპანტების შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასობრივი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. გავრცელებული ცნობებით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 80 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რომელთა სამიზნესაც სხვადასხვა რეგიონი წარმოადგენდა.

იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ხერსონში, სადაც ოკუპანტების დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.

საფრთხის გამო, საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში იყო გამოცხადებული.