უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ღამით ვინიცაზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს, რის შედეგადაც ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, არიან დაშავებულები.

ვინიცას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნატალია ზაბოლოტნაიას ცნობით, რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ხუთ ადამიანს კი დამწვრობა აქვს მიღებული.

"სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ზიანი მიადგა, ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა ოთხი სახლი", - დასძინა მან.

გარდა ამისა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

კრივოი-როგში 17 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა.